დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში რეკორდული რაოდენობის სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები დამონტაჟდა

საქართველოში რეკორდული რაოდენობის სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები დამონტაჟდა

15-08-2023 10:00:54

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალის“ მხარდაჭერით,  2020 წლის დასაწყისიდან სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით საქართველოს ბაღების დაახლოებით 180 ჰექტარი დაიფარა.

EastFruit-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 2023 წელს სეტყვისაგან დამცავი სისტემებით კიდევ  65 ჰექტარი დაიფარა. საშუალოდ, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები წლიურ ჭრილში 45 ჰექტარზე დამონტაჟდა.  

ნერგების შესყიდვის, წვეთოვანი მორწყვის დამონტაჟებისა და სანერგე მეურნეობების შექმნის მხარდაჭერის გარდა,  სამთავრობო პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებას, მოდერნიზაციასა და თანადაფინანსებას, აფინანსებს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მონტაჟს ყურძენის, ჟოლოს, მაყვლის, ვაშლის, მსხლისა და ალუბალის ბაღებში. ეს კულტურები სპეციალურად შეირჩა, რადგან საქართველოში სეტყვასთან მიმართებით ყველაზე მგრძნობიარეა.

როგორც წესი, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 10%-ს აფინანსებს სახელმწიფო, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფ ხაზთან (რუსული ოკუპაცია) და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში, მთლიანი ღირებულების 20%-ზე მეტი ფინანსდება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებში ჯამურმა ინვესტიციამ 2020-2022 წლებში $2,3 მილიონი შეადგინა. აქედან დაახლოებით $18-20 ათასი ჰექტარზე.

მთლიანობაში, პროგრამის დაწყებიდან, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული 2023 წლის ახალი მონაცემების ჩათვლით, სუფრის ყურძენის ვენახებში სისტემა მთლიანი ფართობის 17%-ზე დამონტაჟდა, ხოლო დანარჩენს ვაშლი, ალუბალი და მსხალი იკავებს. 2023 წელს ახალი ინვესტიცია (65  ჰექტარზე) მხოლოდ ვაშლის ბაღებში განხორციელდა. ამჟამინდელი მონაცემებით, ვაშლს უჭირავს მთლიანი დაფარული ან უახლოეს მომავალში დასაფარი ფართობის მინიმუმ 71%.

EastFruit-თან საუბრისას ადგილობრივი ბაზრის მონაწილეები ხაზს უსვამენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები აუცილებელია ბიზნესისთვის, რომელიც ორიენტირებულია როგორც ახალი პროდუქტის ხარისხზე, ასევე რაოდენობაზე.

ბევრმა მსხვილმა საწარმომ სისტემა დაამონტაჟა მანამდეც, სანამ მთავრობა დაიწყებდა ფინანსური სტიმულირებას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებისთვის, რადგან მხოლოდ ერთ სეზონზე მიხვდნენ, რომ ამ ინვესტიციებმა შედეგი გამოიღო.

აღინიშნა, რომ საქართველოში სისტემის დამონტაჟების მთავარი ფაქტორი სათანადო დაზღვევის არარსებობაა. ამჟამად დაზღვევა ფარავს მცენარიდან ჩამოვარდნილი ხილის ზარალს, საშუალო ოდენობით კილოგრამზე. ეს თანხა, როგორც წესი, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ფერმერებმა სათანადოდ დაფარონ ზარალი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ხეებზე ან ბუჩქებზე ხილზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის მონაწილეები ხაზს უსვამენ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მნიშვნელობას, ასეთ სისტემებში ინვესტიციები მოიცავს ვაშლის, მსხლის, ალუბლისა და სუფრის ყურძნის ახალი ბაღების მთლიანი ფართობის მხოლოდ 16%-ს, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მხარდაჭერის პროგრამის დაწყების შემდეგ შეიქმნა. 

ქარელის რაიონის სოფელ რუისში 6 თვის წინ გახსნილი საწარმო „აგრობადე“, ერთად-ერთია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეს აწარმოებს. საწარმო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ბადის წარმადობა დღე-ღამეში 10 ათასი კვადრატულ/მეტრს შეადგენს .

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ავთო მაისურაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეზე მოთხოვნა მზარდია.

„შეკვეთები გვაქვს, როგორც შიდა ქართლიდან ისე კახეთიდან. 1კვ/მეტრი ბადის ფასი 1 ლარია. ფერმერებმა შიდა ქართლში სეტყვის საწინააღმდეგო ბადე ვაშლისა და ბლის ბაღების, ხოლო კახეთში ვენახების სეტყვისაგან დასაცავად იყიდეს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების რესურსი ქარხანას ჯერჯერობით არ აქვს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს  სეტყვის საწინააღმდეგო ბადის იმპორტი თურქეთიდან და იტალიიდან ხორციელდება.

კომპანია „აგრობადეს“ ქარხანა $0.5 მილიონის ინვესტიციით შექმნა, საიდანაც $150 000 USAID-ის დაფინანსება იყო, დანარჩენი კი დამფუძნებლების პირადი ინვესტიცია და სახელმწიფოს დაბალპროცენტიანი კრედიტი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები