2023 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 4,436.75 ტონა კარაქის იმპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც 27,483.75 ათასი დოლარი შეადგინა. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კარაქის (ნატურალური,რეკომბინირებული, შრატის და სხვა) იმპორტის 0,3%-იან ზრდას აჩვენებს.
2022 წლის 9 თვეში ქვეყანაში 4,426.39 ტონა კარაქის იმპორტი დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ქვეყანაში კარაქის იმპორტმა მაქსიმუმს მიაღწია. 2022 წელს საქართველოში 5,765.26 ტონა კარაქის იმპორტი დაფიქსირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 21%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოში იმპორტირებული კარაქის 51% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. 2023 წლის 9 თვეში ევროკავშირიდან კარაქის იმპორტმა 2,254.62 ტონა შეადგინა.
რაც შეხება მიმდინარე სტატისტიკურ მაჩვენებლებს კარაქის იმპორტის 26%-ი საფრანგეთიდან იმპორტირებულ კარაქზე მოდის, ბაზრის 13%-იანი წილით კი მეორე ადგილზე ირანია.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო კარაქს ყიდულობს
საფრანგეთი - 1,137.81 ტონა,
ირანი - 617.25 ტონა,
პარაგვაი - 475.00 ტონა,
ურუგვაი - 450.04 ტონა,
ნიდერლანდები - 419.42 ტონა.
უახლესი
30 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს49 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”