საქართველოში არაქისის იმპორტი 20%-ითაა გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 1,211.98 ათასი დოლარის ღირებულების 800.63 ტონა არაქისი იყიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტმა 667.66 ტონა შეადგინა.
ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყანაში არაქისის იმპორტის მაჩვენებელი სტაბილურად მზარდია, 2022 წელს საქართველოში 1,713.48 ტონა არაქისი შემოვიდა 2021 წელს კი 1,189.21 ტონა, შესაბამისად ზრდა 44%-ია.
მიმდინარე წელს საქართველოში არაქისის იმპორტი 7 ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა ლიდერი ინდოეთია, რომელზედაც მთლიანი იმპორტის 56%-ი მოდის.
მეორე ადგილზეა ბრაზილია, იმპორტის 21%-იანი წილით, ხოლო მესამეზე არაბეთის გაერთიანებული საამიროები, იმპორტის 10%-იანი წილით.
უახლესი