2022 წლის სტატისტიკით საქართველოს №1 ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 437.0 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები საქართველოში 2022 წლის მიხედვით - TOP-10 ინვესტორი
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.
უახლესი