დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რომელ რეგიონშია საბანკო სესხები ყველაზე ძვირი

საქართველოს რომელ რეგიონშია საბანკო სესხები ყველაზე ძვირი

25-07-2023 20:00:46

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 1.60 მლრდ ლარით (3.50%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.72%-ით გაიზარდა) და ივნისის ბოლოს 47.33 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 633.62 მლნ ლარით (2.50%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 968.12 მლნ ლარით (4.74%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 3.00%-ით).

როგორია სესხებზე კომერციული ბანკების წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთები საქართველოს რეგიონების მიხედვით: 

  • რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი- 17,48%
  • სამეგრელო ზემო-სვანეთი - 15,39%;
  • გურია - 17,20%;
  • აჭარა - 11,82%;
  • სამცხე-ჯავახეთი - 17,34;
  • იმერეთი -14,42%
  • შიდა ქართლი - 14,38%;
  • მცხეთა-მთიანეთი - 15,22%;
  • თბილისი - 11,66%;
  • ქვემო ქართლი - 15,14%;
  • კახეთი - 15,67%

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები