დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების 23%-ი რუსეთზე მოდის

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების 23%-ი რუსეთზე მოდის

01-02-2024 11:00:00

2023 წელს ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობიდან 4,125.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 17%-ით მეტია 2022 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებთან შედარებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები რეკორდულია და 26%-ითაა გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, 2022 წელს ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,516.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2019 წელს 3,268.7 მლნ დოლარი. 

კვარტალურ ჭრილში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მესამე კვარტალში მიიღო, საუბარია 1,447.1 მლნ დოლარზე.

2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში 549,6 მლნ დოლარის ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

რუსეთის წილი მთლიან შემოსავლებში 23%-ს შეადგენს და სულ 938.4 მლნ დოლარია.

თურქეთის წილი საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში 15%-ს შეადგენს - 631 მლნ დოლარი. ისრაელის მოქალაქეების სტუმრობიდან ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობის მიმართულებით 308.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები