დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებელები

როგორია კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებელები

02-07-2024 11:00:00

მაისში, წინასწარი მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა სესხებიდან საპროცენტო შემოსავლების სახით 2 762,4 მლნ ლარი მიიღეს, რაც 25,5%-ით მეტია აპრილის ფაქტობრივ მაჩვენებლებზე. სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, რომელიც მაისში კომერციული ბანკების საქმიანობის წინასწარ ფინანსური მაჩვენებლებს ასახავს, აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებმა 3 321,7 მლნ ლარი შეადგინა, საპროცენტო ხარჯებმა  -1 592,8 მლნ ლარი, ხოლო წმინდა არასაპროცენტო შემოსავლებმა (ხარჯები) -175,6 მლნ ლარი.

ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით კომერციული ბანკების მაგალითზე მაისში  -124,3 მლნ ლარის დონეზე იყო, ხოლო ზარალი სავალო ფასიანი ქაღალდების შესაძლო დანაკარგების მიხედვით კი -2,2 მლნ ლარის დონეზე.

მაისის წინასწარი მონაცემებით, მოგება (ზარალი ) მოსალოდნელი ზარალების და გაუფასურების შემდეგ 1 418,0 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო კომერციული ბანკების წმინდა მოგება (ზარალი) 1 215,2 მლნ ლარს, რაც აპრილის მაჩვენებლებთან შედარებით 30%-ითაა გაზრდილი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები