დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა იზრდება

კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა იზრდება

01-07-2024 13:30:00

მაისში კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 2 511 ერთეული პრეტენზია შეადგინა, რაც აპრილის მაჩვენებლებთან 2%-იან ზრდას, ხოლო 2023 წლის მაისის მაჩვენებლებთან 57%-იან ზრდას გულისხმობს. სებ-ის ინფორმაციით, აპრილში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან 2 454 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის მაისში 1 604 პრეტენზია.

მაისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი, საუბარია 65%-ზე მიმდინარე ანგარიშთან/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზიები იყო.მხოლოდ მაისში სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით კომერციულ ბანკები 275 პრეტენზია დაფიქსირდა.

რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათის მიხედვით სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება:

  • ტრანზაქციები - 1477 პრეტენზია,
  • ადმინისტრაცია/მომსახურება - 419 პრეტენზია,
  • ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები - 241 პრეტენზია,
  • ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 81 პრეტენზია,
  • მომსახურების საკომისიოები - 65 პრეტენზია,
  • თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია - 46 პრეტენზია,
  • საპროცენტო შენატანები - 35 პრეტენზია,
  • მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა - 21 პრეტენზია,
  • ეთიკასთან დაკავშირებული - 14 პრეტენზია,
  • რეკლამა, გაყიდვები, რჩევები - 9 პრეტენზია,
  • კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო - 5 პრეტენზია,
  • სხვა გადასახდელები - 5 პრეტენზია,
  • პრეტენზიები დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მხარის მიერ მესამე პირებთან დაკავშირებით - 1 პრეტენზია,
  • სხვა  - 92 პრეტენზია.

პრეტენზიის დამუშავების სტადიის მიხედვით:

  • განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს - 1 136
  • კომერციული ბანკების მიერ პრეტენზიის განხილვა არ დასრულებულა - 946
  • განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს - 426
  • განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი - 5


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები