ლარი გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7613 ლარი გახდა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7613 ლარი გახდა, მაშინ როდესაც კურსი, რომელიც დღეისთვის მოქმედებდა, 2.7860 ლარი იყო. სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0247 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ოფიციალური კურსი 2.9886 ლარი გახდა, დღეს მოქმედი კურსით კი 1 ევრო 3.0089 ლარი ღირდა. ევროსთან მიმართებაში ლარის კურსის ცვლილებამ 0.0203 ლარი შეადგინა.
უახლესი