Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები იზრდება.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 40.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.33% წინა კვირასთან შედარებით და +2.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 447 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.00 - 41.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 143 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.19% წინა კვირასთან შედარებით და -0.58% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 429 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.20 - 26.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 126 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.11% წინა კვირასთან შედარებით და -0.31% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 581 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.98 - 9.88 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 168 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი