დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
re:invent-ი ბათუმში ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტის პირველ სასწავლო ცენტრს ხსნის

re:invent-ი ბათუმში ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტის პირველ სასწავლო ცენტრს ხსნის

03-07-2023 12:25:25

ბათუმში ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტის პირველი სასწავლო ცენტრი იხსნება. ციფრულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული კომპანია re:invent, თბილისის შემდეგ, უკვე ბათუმში საქმიანობით დაინტერესდა.

re:invent პირველი ვენჩურული სტუდიაა საქართველოში, რომელიც სტარტაპების ეკოსისტემას აერთიანებს და ამავე დროს, საკუთარი საგანმანათლებლო პლატფორმა აქვს, სადაც re:invent-ის გუნდის წევრები, ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალები, ახალგაზრდებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

კომპანია აჭარაში სრულიად ახალი კონცეფციის ცენტრს ქმნის. ციფრულ ინდუსტრიაში მსოფლიოს უახლესი მიღწევების გამოყენებით, კომპანია საქართველოში უპრეცედენტო პროექტს ახორციელებს. დაინტერესებული პირები ახლა უკვე ბათუმში არსებულ სივრცეში, ციფრული პროფესიების სფეროში ისეთ მოთხოვნად მიმართულებებს დაეუფლებიან, როგორიც არის: ვებ პროგრამირება, Full Stack დიზაინი, კიბერუსაფრთხოება და თამაშების შექმნა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე re:invent-ის დამფუძნებელს/აღმასრულებელ დირექტორს პავლე მგელაძეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი აჭარაში ახალი ცენტრის ფუქნციონირებას და სტარტაპების ხელშეწყობას შეეხო.

re:educate-ის და re:school-ის წარმატებული კურსდამთავრებულებს ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა, re:invent-თან და მის პარტნიორ კომპანიებთან ერთად ექნებათ.

ციფრული ტექნოლოგიების ახალი ცენტრი ფუნქციონირებას აჭარის მთავრობისა და კომპანია re:invent-ის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელებს. სივრცე ბათუმის ბიზნეს ინკუბატორში განთავსდება და აღნიშნულ სფეროში ცოდნის მიღებით დაინტერესებულ პირებს თავიანთ გამოცდილებას, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები გაუზიარებენ. კომპანიასა და ინკუბატორს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო ცენტრში ბათუმელი სტუდენტები და საჯარო სფეროში დასაქმებული პირები, ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ცოდნას უსასყიდლოდ მიიღებენ.

დაინტერესებული პირები re:school-ში ციფრული ტექნოლოგიების გარდა, ემოციურ ინტელექტს, ბიზნესის დაწყებას, ცხოვრების დაგეგმვას, ჯანსაღი ცხოვრების წესს ისწავლიან.

თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, კომპანია სასწავლო ცენტრის ყველა საჭირო, უახლესი ციფრული ტექნოლოგიით და ინვენტარით აღჭურვას განახორციელებს, რის შემდეგაც პრაქტიკული სასწავლო პროცესი დაიწყება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები