დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საქართველოში illy Caffè-ს გაფართოების გეგმები

როგორია საქართველოში illy Caffè-ს გაფართოების გეგმები

02-11-2024 02:40:00

2025 წლის ბოლოსთვის illy Caffè Georgia • ილი კაფე საქართველოში 3-4 კაფეს გაერთიანებს, კონცეფცია თბილისის პარალელურად კომპანიის ბათუმში შესვლასაც ითვალისწინებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან საქართველოში illy Caffè-ს ფრანჩაიზის მფლობელი კომპანია  „ჯორჯიან რითეილ ინვესტმენთს“-ის დირექტორმა ლაშა კრიჭაშვილმა განაცხადა, დღეისათვის იტალიური ყავის ბრენდ illy-ის კაფე საქართველოში ორი ობიექტითაა წარმოდგენილი, საიდანაც ერთი Galleria Tbilisi-ში, ხოლო მეორე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს.

„ჯერჯერობით თბილისში გაფართოებაზე ვართ ორიენტირებული, თუმცა სამომავლოდ განვიხილავთ ბათუმსაც. თბილისში ამ ეტაპზე ორიენტირებული ვართ მოლებში შესვლაზე, ანუ ხალხმრავლობის კუთხით. დავაკვირდებით, სტატისტიკურად როგორ გაამართლებს და როგორ წარიმართება ჩვენი მუშაობა. ასევე განვიხილავთ, ცალკე დამოუკიდებელი კაფის გახსნაც, რომელიც მოლის გახსნა/დაკეტვის საათებზე არ იქნება დამოკიდებული“, - განმარტავს ლაშა კრიჭაშვილი.

 „ჯორჯიან რითეილ ინვესტმენთს“-ის დირექტორის თქმით,  illy Caffè Galleria Tbilisi-ში უკვე 7 წელია რაც ფუნქციონირებს. 

„Galleria Tbilisi-ში უკვე მეშვიდე წელია რაც ვართ. თავიდან გაყიდვების მაჩვენებელი იყო საკმაოდ დაბალი, თუმცა ყოველწლიურად მომხმარებლების რაოდენობის კუთხით 10-15%-ით წინ მივდივართ და დღეისათვის ბაზარზე ჩვენი მაღალი ხარისხითა და მომსახურებით გარკვეული პოზიცია გვიკავია. 

იმისათვის, რომ illy Caffè Georgia-მ უფრო მეტი მომხმარებელი მოიზიდოს, კაფეს ხშირად აქვს სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიები, აქციები, ფასდაკლებები და სხვა. აქტიურად ვთანამშრომლობთ კომერციულ ბანკებთან SOLO და Concept ბარათებზე განსაკუთრებული შეთავაზების მიმართულებით. დღესასწაულებზე ასევე გაქვს სპეციალური შეთავაზებები“, - განაცხადა ლაშა კრიჭაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ illy Caffè  მსოფლიოს მასშტაბით 200 ფილიალს აერთიანებს და საკმაოდ ბევრი ლოიალური მომხმარებლები ჰყავს, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში ტურისტული ვიზიტებისას  illy Caffè-ს ერთგული მომხმარებლები რჩებიან. 

„როდესაც უცხოელი საქართველოში ჩამოდის, მან უკვე იცის რომ ს illy Caffè Georgia-ში იგივე ხარისხს და მომსახურებას მიიღებს, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მათ კარგად იციან, სადაც არ უნდა წავიდნენ  illy Caffè-ს მომსახურება და ხარისხის იქება იდენტური. როდესაც მომხმარებელი მოდის მაგალითად Galleria Tbilisi-ში მდებარე illy Caffè-ში მან კარგად იცის, რომ მიიღებს იგივე ხარისხს რასაც ვთქვათ იტალიაში, საფრანგეთსა თუ ბრიტანეთში.

მივყვებით illy Caffè-ს პრინციპებს და მოთხოვნებს. ჩვენთანაც ანალოგიური მენიუა, რაც საზღვარგარეთ. სამ თვეში ერთხელ ვაკეთებთ განახლებას, როგორც კერძების ისე ყავის ასორტიმენტში და ამ დროისათვის თუ კი რაიმე სიახლე იქნება გადმოგვაქვს“, - ამბობს ლაშა კრიჭაშვილი

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები