მომხმარებელი ძალიან აქტიურია და ძალიან ბევრი მათგანი რეკავს, როდესაც კონკრეტული ინფორმაცია ესაჭიროებათ, ან როცა ხედავენ რომ მრიცხველმა არასწორად აღრიცხა, ან აქვთ ეჭვი, რომ კომუნალურმა კომპანიამ მათ არასწორად დაარიცხა თანხა, - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე.
დავით ნარმანია დღეს დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო, სადაც ქვეყნის ენერგო პოლიტიკაზე ისაუბრა, ასევე სემეკის მიერ განხორციელებული სამუშაოები შეაფასა და სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ასეთ შემთხვევაში ისინი მოგვმართავენ განაცხადით, არ სჭირდებათ ოფისში მოსვლა, ელექტრონულადაც შეუძლიათ განაცხადი გამოგზავნონ და გეტყვით, რომ ძირითადი განაცხადები შემოდის იმაზე, რომ გადავამოწმოთ ჩვენ აღრიცხვის სისწორე და დარიცხული თანხების კანონიერება. აქედან გამომდინარე არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ჩვენ დავადგენთ, რომ თანხა არასწორად იყო დარიცხული. სწორედ ამიტომაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს კომისიის სხდომებზე და არასწორად ან ზედმეტად დარიცხულ თანხებს ჩამოვაწერთ ხოლმე მომხმარებლებს. არის ასევე გარკვეული კატეგორია ხანდაზმული დავალიანებებისა ანუ დავალიანება, რომლის წარმოშობიდან უკვე 3 წელია გასული. როცა დავალიანების წარმოშობიდან გასულია 3 წელი და ეს დავალიანება აღიარებული არ არის მომხმარებლის მიერ, სემეკს აქვს უფლება რომ მომხმარებლის მომართვის საფუძველზე ეს თანხა მათ ჩამოაწეროს. და სწორედ ბოლო პერიოდში ჩამოწერილი 30 ათასი ლარი ეს იყო ხანდაზმული დავალიანება, რომელიც ჩვენ მომხმარებლებს ჩამოვაწერეთ“, - განაცხადა ნარმანიამ.
უახლესი