დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს

გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს

01-11-2024 17:00:00

გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ გერმანიიდან 902,069.39 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2023 წლის 9 თვეში კი 708,956.50 ათასი დოლარის.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბოლო წლების განმავლობაში გერმანიიდან იმპორტი სტაბილურად იზრდება.

მიმდინარე წლის სამი კვარტლის მაჩვენებლებით, ღირებულებით ნაწილში, გერმანიიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია, რომელზედაც მთლიანი იმპორტის 46%-ი მოდის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 417,678.37 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 52,057.76 ათასი დოლარი, 
  • სატვირთო ავტომობილები - 31,844.26 ათასი დოლარი, 
  • საფრენი აპარატები სხვა - 18,688.49 ათასი დოლარი, 
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 18,146.90 ათასი დოლარი, 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები