ბელგიაში ექსპორტი 14%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ბელგიაში ექსპორტზე 13,879.69 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 16,111.11 ათასი დოლარის.
ბოლო წლების სტატისტიკით ბელგიაში ექსპორტი ზრდის ტრენდზეა. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ექსპორტის 29%-იანი ზრდა ფიქსირდება.
2022 წელს საქართველომ ბელგიაში 28,665.78 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2021 წელს კი 22,249.84 ათასი დოლარის.
ტოპ-5 პროდუქცია, რაც საქართველომ ბელგიაში 2023 წლის 5 თვეში გაყიდა:
რაც შეეხება საქართველოში ბელგიიდან იმპორტს 13%-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის 5 თვეში ბელგიიდან საქართველოში 55,846.24 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, ხოლო 2022 წლის იანვარ-მაისში კი 49,315.84 ათასი დოლარის.
ბოლო წლების სტატისტიკით, ექსპორტის მსგავსად მზარდია იმპორტიც, თუმცა რეკორდული მაინც 2022 წელი იყო, რა დროსაც ქვეყანამ ბელგიიდან 121,016.73 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.
ტოპ-5 პროდუქცია, რაც საქართველო ბელგიაში 2023 წლის 5 თვეში იყიდა:
უახლესი