დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო რუსეთში

რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო რუსეთში

19-07-2023 19:00:55

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან $344,9 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა.(2022 წლის 6 თვეში $256.5 მილიონი). 

ამ მაჩვენებლით რუსეთმა საექსპორტო ქვეყნების სიაში სომხეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი რუსეთში იანვარ-ივნისში:

  •  ღვინოები - $81.8 მილიონი, ზრდა 41%;
  •  მსუბუქი ავტომობილები - $53 მილიონი, ზრდა 274%;
  •  ფეროშენადნობები - $45.3 მილიონი,  კლება 47%;
  •  გაზიანი სასმელები შაქრიანი და ლიმონათები - $33.2 მილიონი, ზრდა 168%;
  •  მინერალური და მტკნარი წყლები - $32.7 მილიონი, ზრდა 76%.
  • დანარჩენი საქონელი – სულ - $98 2 მილიონი. 

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში $927 მილიონის პროდუქტი შემოვიდა. რაც წლიურ ჭრილში 31%-ით არის აზრდილი. 

საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელი რუსეთში იანვარ-ივნისში:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $320.9 მილიონი; 
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $ 86,0 მილიონი. 
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $27 მილიონი;
  • ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი - $24 მილიონი;
  • კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან - $21,6 მილიონი;
  • დანარჩენი საქონელი – სულ - $446,2 მილიონი. 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები