დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო პაკისტანში

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო პაკისტანში

01-08-2023 10:00:53

საქართველომ პაკისტანში ექსპორტი 878%-ით გაზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან პაკისტანში 604.79 ათასი დოლარის პროდუქცია შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 61.84 ათასი დოლარის.

2023 წლის 6 თვეში პაკისტანში საქართველომ სულ 3 სახეობის პროდუქცია შეიტანა, რომელთაგან მთავარი ფეროშენადნობები იყო. 

  • ფეროშენადნობები - 511.04 ათასი დოლარი,
  • რკინიგზის ან ტრამვაის ლოკომოტივების ან მოძრავი შემადგენლობის ნაწილები - 74.94 ათასი დოლარი,
  • ლილვები ტრანსმისიური და მრუდმხარები - 18.80 ათასი დოლარი.

სამაგიეროდ პაკისტანიდან იმპორტი 46%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ნახევარში იმპორტმა 2,411.71 ათასი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 4,472.83 ათასი დოლარი.

არსებული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ პაკისტანიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ბრინჯია.

რას ყიდულობს საქართველო პაკისტანიდან - ტოპ-5 პროდუქტი

  • ბრინჯი - 544.78 ათასი დოლარი,
  • ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა - 284.60  ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 280.53  ათასი დოლარი,
  • ტანსაცმელი და მისი საკუთნოები ნატურალური ან კომპოზიციური ტყავისაგან - 268.01  ათასი დოლარი,
  • კოსტუმები, სპორტული, სათხილამურო და საბანაო - 186.04  ათასი დოლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები