დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავრობას მყარი პოზიციები აქვს, რომელიც შესაბამისი მტკიცებულებებით არის გამყარებული, რათა არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს - დავითაშვილი

მთავრობას მყარი პოზიციები აქვს, რომელიც შესაბამისი მტკიცებულებებით არის გამყარებული, რათა არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს - დავითაშვილი

22-09-2023 13:51:27

მთავრობას მყარი პოზიციები აქვს, რომელიც შესაბამისი მტკიცებულებებით არის გამყარებული, რათა არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა, გავლენას ვერ მოახდენს ვერც კომპანიების შერჩევის და ვერც ანაკლიის პროექტის განხორციელების პროცესზე.

„კონკრეტული მოლოდინის თქმა შეუძლებელია, როგორი იქნება საარბიტრაჟო დავის შედეგები. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობას მყარი პოზიციები აქვს, რომელიც შესაბამისი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული, რათა არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს და ქვეყანას განუხორციელებელი პროექტისთვის თანხის გადახდა არ მოუწიოს. ეს არის ცალკე იურიდიული პროცესი, რომელიც გავლენას ვერ მოახდენს ვერც კომპანიების შერჩევის და ვერც განხორციელების პროცესზე. ეს არის საქართველოს სახელმწიფოსთან დავა და პროექტი ყველა შემთხვევაში განხორციელდება იმ მოცემულობით, რაც მთავრობამ განაცხადა“, - აღნიშნა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი ინვესტორის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი მიმდინარეობს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები