დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მომავალი განახლებად ენერგიაშია“ Green Energy-ის საინფორმაციო ღონისძიება ჰუაევის და ფოტომეითის მხარდაჭერით ჩატარდა

„მომავალი განახლებად ენერგიაშია“ Green Energy-ის საინფორმაციო ღონისძიება ჰუაევის და ფოტომეითის მხარდაჭერით ჩატარდა

29-06-2023 15:00:14

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ხელსაყრელი კლიმატური პირობები ხელს უწყობს ქვეყანაში, როგორც წყლის, ასევე ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებას. შესაბამისად, ქვეყანას აქვს პოტენციალი იყოს ენერგოდამოუკიდებელი, - აცხადებს „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიასთან“ „ჰუავეის“ ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის „ფოტომეიტის“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული მენეჯერი ჯაბა შაქარიშვილი.

სწორედ „ჰუავეისა“ და „ფოტომეითის“ სპონსორობით და კომპანია Green Energy-ს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო  ღონისძიება  სახელწოდებით „მომავალი განახლებად ენერგიაშია“, რომელსაც დარგის წამყვანი სპეციალისტები ესწრებოდნენ. აღნიშნული ღონისძიების მთავარი მიზანი ცნობიერების ამაღლება და ენერგეტიკის სექტორში მყოფი ადამიანების მოსაზრებების გაზიარება იყო. მზის პანელების საპროექტო და სამონტაჟო კომპანია „Green Eenergy“ მუდმივად უწყობს ხელს, საზოგადოებაში განახლებადი ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქვეყანაში მწვანე ენერგეტიკის განვითარებას. „საჯარო დისკუსიები წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას განახლებადი ენერგიის სექტორში როგორც არსებული პრობლემებისა და გამოწვევების განსახილველად, ასევე თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ინოვაციების დანერგვის გასაძლიერებლად.

ჩვენ ვიაზრებთ ჩვენს როლს განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის ზრდაში წვლილის შეტანით და ვფიქრობთ, რომ ასეთი ღონისძიებების დაფინანსება არა მხოლოდ ასრულებს ჩვენს წილ სოციალურ პასუხისმგებლობას, არამედ ხელს უწყობს ამ სექტორის ზრდას, განვითარებას და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ისეთ ინიციატივებს, რომელიც ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს ამ დარგში“, - ამბობს ჯაბა შაქარიშვილი.

როგორც „ფოტომეიტის“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური მენეჯერი აცხადებს,  ქართულ ბაზარზე დღითიდღე იზრდება ინტერესი მზის ენერგიის მიმართ, რაც აისახება გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზეც.

„ჩვენ, როგორც ფოტომეიტი, მზად ვართ დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი სახის მომხმარებლის მოთხოვნა, რადგან როგორც აღვნიშნეთ, თბილისში გვაქვს საწყობი და სწრაფად შეგვიძლია უზრუნველვყოთ პროდუქტის მიწოდება“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

როგორც ცნობილია „ჰუავეი“ დღეს ინვერტორების ბაზრის უპირობო ლიდერია, რადგანაც ბრენდი მუდმივად ფოკუსირებულია ინოვაციასა და ხარისხზე. „ფოტომეიტი“ კი 2016 წლიდან არის „ჰუავეის“ ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორი 23- ზე მეტ ქვეყანაში - ფოტოვოლტური სისტემების ინდუსტრიაში, კერძოდ ინვერტერების, ენერგიის შემნახველი სისტემებისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურების მიმართულებით.

ჯაბა შაქარიშვილის თქმით, საქართველოში კომპანიის ოფისი 2021 წელს გაიხსნა და ამ ეტაპზე თბილისის ოფისში 8 თანამშრომელია დასაქმებული.

„ჩვენი გუნდი გარდა „ჰუავეის“ პროდუქტის გაყიდვისა, უზრუნველყოფს პარტნიორებისთვის როგორც ტექნიკურ, ასევე მარკეტინგულ და ლოგისტიკურ მხარდაჭერას. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ გვაქვს ადგილობრივი საწყობი, რაც გვაძლევს პროდუქტის სწრაფი მიწოდების საშუალებას როგორც კავკასიის, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონისთვის“, - აცხადებს „ფოტომეიტის“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის „ჰუავეის“ პორტფელი მოიცავს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: „ინვერტერებს“ იგივე გარდამქმნელებს, ენერგიის შემნახველ სისტემებს, სატრანსფორმატორო მოწყობილობებს, მრიცხველებსა და მათი მონიტორინგის სისტემებს.

პროდუქცია მორგებულია ნებისმიერი ტიპის მომხმარებელზე, იქნება ეს საყოფაცხოვრებო, კომერციული მიზნებისა თუ ფართო მასშტაბის მზის ელექტრო სადგურებისთვის. გარანტიის პირობები განსხვავდება პროდუქტის ტიპის მიხედვით, 5-10 წლამდე. აქვე მინდა ხაზი გავუსვა პროდუქციის საიმედოობასა და მაღალ ხარისხს, რაც განპირობებულია დაზიანების დაბალი მაჩვენებლით. დღეის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით დამონტაჟებული ინვერტერების მხოლოდ 0.25%-ს წარმოადგენს.

„სწორედ კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი ჩართულობაა მნიშვნელოვანი განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისებისათვის. აქ ძირითადი ასპექტებია გასათვალისწინებელი, რაც გულისხმობს კერძო სექტორის მხარდაჭერას, ფინანსური მექანიზმების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის დარგში დაფინანსებების ხელმისაწვდომობას. ასევე მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების შემუშავება ცნობიერების ასამაღლებლად და კვალიფიკაციური კადრების გადამზადება. ჩვენ ამ კუთხითაც ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ დარგის განვითარებაში, რადგან ჩვენი მიზანია გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება.

2022 წლის დეკემბერში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე გავხსენით Fusionsolar ლაბორატორია, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული განათლება მიიღონ. ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებაში“, - აცხადებს „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიასთან“ კომპანიის „ფოტომეიტის“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული მენეჯერი ჯაბა შაქარიშვილი. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები