დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება განახლდება

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება განახლდება

09-08-2023 14:10:19

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება 2023 წლის 22 აგვისტოს 12:00 საათიდან განახლდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

თანადაფინანსება არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს შეადგენს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს

დამატებითი 10%-იანი თანადაფინანსებაა განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა (მამაკაცებისთვის 18-დან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალების შემთხვევაში 18-დან 40 წლის ჩათვლით) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის

პროგრამაში რეგისტრაცია

თუ გსურთ მაღალმთიანი რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება.

პროგრამის მიზანი და ამოცანა

  • პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და  ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.
  • პროგრამის ამოცანაა მაღალმთიან დასახლებებში, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია.

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში. (მაღალმთიანი  დასახლებები განისაზღრება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით  „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“. დაგენილებაში შესაძლოა განხორციელდეს ცვლილება, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე)

საქართველოს მთავრობის დადგენილება

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები