ხამანწკების იმპორტი 56%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 35,6 ათასი დოლარის ღირებულების 1,4 ტონა ხამანწკების (ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, მზა ან დაკონსერვებული, დანარჩენი) იმპორტი განხორციელდა.
2022 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით კი 0,9 ტონა ხამანწკების იმპორტი დაფიქსირდა, რომლის ღირებულებამაც 18,9 ათასი დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის სტატისტიკური მაჩვენებლებით, ხამანწკების იმპორტის 78%-ი საფრანგეთიდან განხორციელდა.
2022 წელს ქვეყანამ 73,5 ათასი დოლარის ღირებულების 5,2 ტონა ხამანწკები იყიდა, 2021 წელს კი 2,0 ტონა. შესაბამისად ზრდა 160%-ის დონეზე იყო.
უახლესი