დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უსაფუძვლო შეტევები, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მიზნით, რომ როგორმე ზიანი მიადგეს ქვეყნის ფინანსურ სისტემას და მის ეკონომიკურ განვითარებას ყოვლად მიუღებელია, უფრო  მეტიც ქვეყნის ღალატის ტოლფასია - შოთა ბერეკაშვილი

უსაფუძვლო შეტევები, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მიზნით, რომ როგორმე ზიანი მიადგეს ქვეყნის ფინანსურ სისტემას და მის ეკონომიკურ განვითარებას ყოვლად მიუღებელია, უფრო მეტიც ქვეყნის ღალატის ტოლფასია - შოთა ბერეკაშვილი

28-03-2025 14:03:00

ღია ბანკინგი არის ინოვაციური მიდგომა ფინანსური სექტორისთვის, რომლის მთავარი მიზანია გააიაფოს მომხმარებლისთვის გადახდების განხორციელება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.

ღია ბანკინგის თემაზე საკომიტეტო მოსმენაზე კითხვა დეპუტატმა ვაკო თურნავამ  სებ-ის ვიცე-პრეზიდენტს დაუსვა, რომელიც დაინტერესდა რა ეტაპზეა ქვეყანაში ღია ბანკინგის დანერგვა და რა კეთდება ამ მიმართულებით. თუმცა თემამ აქტუალურობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ვაკო თურნავას კითხვის პასუხად ოპონენტებმა გარკვეული სცენარების განვითარების სქემა წარმოადგინეს, რაც ქვეყანაში, თითქოს, საერთაშორისო საბარათე სისტემების გარკვეულწილად შეზღუდვას უკავშირდებოდა. 

ამ ფონზე Business Insider Georgia შოთა ბერეკაშვილს დაუკავშირდა. 

- ღია ბანკინგის თემა ქვეყანაში ახალი არ არის, თუმცა გუშინდელმა კითხვამ გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია. თქვენი აზრით ახლა რატომ? რა არის ამისი მიზეზი, როცა ინოვაციის დანერგვის დასაწყისში ამ მიმართულებით ნეგატივი არ ყოფილა? რა უპირატესობები იქმნება ღია ბანკინგის სრულყოფილი დანერგვით ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის და რა შესაძლებლობა ჩნდება ბიზნესისთვის?

- ღია ბანკინგი არის ინოვაციური მიდგომა ფინანსური სექტორისთვის, რომლის მთავარი მიზანია გააიაფოს მომხმარებლისთვის გადახდების განხორციელება.

ღია ბანკინგი აძლიერებს კონკურენციას ბაზარზე, რაც ბუნებრივია გამოიწვევს საკომისიოების შემცირებას და დადებითად აისახება მომხმარებელზე.

ასევე, ღია ბანკინგის მეშვეობით მიიღწევა ფინანსურ სისტემაში ახალი მოთამაშეების შესვლა და ინოვაციების წახალისება.

- ღია ბანკინგის დანერგვა როგორ აისახება ქვეყანაში VISA და Mastercard-ის მუშაობაზე?

- უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენს მოსახლეობას ავუხსნათ ის გარემოება რომ ღია ბანკინგის ჩარჩო მოდელი საქართველოზე ადრე, ევროზონის ქვეყნებში დაინერგა, რამაც ხელი შეუწყო ფინტექ ინოვაციებს საფინანსო სექტორში, მაგალითად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ესტონეთი. -როგორ წარმოგიდგენიათ ესტონეთში VISA ან Mastercard აღარ ფუნქციონირებს?!  უფრო მეტიც, ამ პროცესებში ძალიან აქტიურად იყო ჩართული თავად VISA და Mastercard-ი. მაგალითად, VISA-მ შეიძინა შვედური სტარტაპი TINK, რათა შეეთავაზებინა უკეთესი გამოცდილება მომხმარებლებისთვის.  

- ბაზარზე გაჩენილი კონკურენცია გამოიწვევს თუ არა სამომავლოდ თუნდაც არსებული სისტემების მხრიდან სატარიფო პოლიტიკის გადახედვას?

- ფინტექის განვითარება ნიშნავს გადახდის ახალი, უფრო იაფი სისტემების განვითარებას. გაზრდილი კონკურენცია ბუნებრივია ნიშნავს ფასების შემცირებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. რითაც პირველ რიგში მომხმარებელი იხეირებს და გაიზრდება მისი კეთილდღეობა.

და ბოლოს, ყოველგვარი სპეკულაციური განცხადებები და უსაფუძვლო შეტევები, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მიზნით, რომ როგორმე ზიანი მიადგეს ქვეყნის ფინანსურ სისტემას და მის ეკონომიკურ განვითარებას ყოვლად მიუღებელია , უფრო მეტიც ქვეყნის ღალატის ტოლფასია. თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ საჭიროა აღიქვას, რომ ეროვნული ეკონომიკა ყველასია და ის განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები