დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხანგრძლივი და საკმაოდ რთული მოლაპარაკებები უმსხვილეს ბრიტანულ ფლაგმანთან წარმატებით დავასრულეთ, British Airways-ი უკვე საქართველოს ავიაბაზარზეა - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი

ხანგრძლივი და საკმაოდ რთული მოლაპარაკებები უმსხვილეს ბრიტანულ ფლაგმანთან წარმატებით დავასრულეთ, British Airways-ი უკვე საქართველოს ავიაბაზარზეა - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი

31-03-2025 08:20:00

მიხარია, რომ ბრიტანეთის ფლაგმანი საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნება და ლონდონი-თბილისის პირდაპირი ფრენით დაკავშირება მოხდა, რაც რა თქმა უნდა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობაში, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა გააკეთა, რომელიც დღეს ავიაკომპანია British Airways-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ღონისძიებას დაესწრო. როგორც ცნობილია, ავიაკომპანიამ ლონდონიდან თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა უკვე განახორციელა.

„მოხარულები ვართ, რომ ყველა მხარის აქტიური ჩართულობით, ინტენსიური, ხანგრძლივი და საკმაოდ რთული მოლაპარაკებები უმსხვილეს ბრიტანულ ფლაგმანთან წარმატებით დავასრულეთ და დღეს სახეზე გვაქვს, ერთობლივი, დაუღალავი მუშაობის შედეგი: British Airways-ი უკვე საქართველოს ავიაბაზარზეა. ფრენები კვირაში 4-ჯერ განხორციელდება თბილისის მიმართულებით ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან, რომელიც დღემდე ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ითვლება, საიდანაც ფრენის შესაძლებლობის მოპოვება ფაქტობრივად შეუძლებელია.

იმედი გვაქვს, რომ რეისები, როგორც დღევანდელ პირველ რეისზე იყო, მომავალშიც საკმაოდ დატვირთული იქნება და ავიაკომპანიის ოპერირება ჩვენს ბაზარზე წარმატებული იქნება. აქვე, უნდა აღინიშნოს რომ ‘’American Airlines”-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა ‘’British Airways”-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

 

‘British Airways-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს. ‘’British Airways”-ი “American Airlines”-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, ‘’OneWorld“ თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა ‘’SkyTeam”-ის და “Star Alliance”-ის შემდეგ.

‘’American Airlines”-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა ‘’British Airways”-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. ‘’British Airways”-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები