დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აგროსიმა“ წამყვან აზიურ კომპანიებთან თანამშრომლობას აფართოებს

„აგროსიმა“ წამყვან აზიურ კომპანიებთან თანამშრომლობას აფართოებს

31-03-2025 09:00:00

კომპანია აგროსიმა 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს პესტიციდების, აგროქიმიკატების და სათესლე მასალის იმპორტს ესპანეთიდან, იტალიიდან, აშშ დან, თურქეთიდან და ჩინეთიდან.

გასული თვის დასაწყისში, ახალ პარტნიორებთან ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რაც ხაზს უსვამს კომპანიის სტრატეგიას შესთავაზოს მრავალფეროვანი პროდუქცია ქართველ მომხმარებლებს.

წელს კომპანია აგროსიმა წარმატებით ატარებს საქმიანობის მერვე სეზონს. ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება რათა უფრო ხელმისაწვდომი იყოს როგორც ევროპული, ისე აზიური კომპანიებიდან ბიუჯეტური პესტიციდები ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნული პროდუქციის დამატების შემდეგ აგროსიმას პორტფელში თავს მოიყრის 70-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის პესტიციდი და აგროქიმიკატი. 8 წლის განმავლობაში შევძელით და ბაზარზე შემოვიყვანეთ არაერთი წამყვანი კომპანია- ამბობს ,,აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia - თან ინტერვიუში.

ამ ეტაპზე კომპანია აგროსიმამ სამ აზიურ კომპანიასთან დაიწყო აქტიური თანამშრომლობა.

Hailir Pesticides and Chemicals Group Co.Ltd, დაარსდა 1999 წელს, არის პროფესიონალური და გლობალური სასოფლო-სამეურნეო კომპანია, რომელიც ძირითადად დაკავებულია პესტიციდების და სასუქების კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში. 

ჯგუფს ამჟამად ჰყავს 3200-ზე მეტი თანამშრომელი და ფლობს 5 ძირითად საწარმოს. წარმოების მოცულობა 75000 ტონაა. კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის პროდუქტების წარმოებაზე.

Essence Group არის ISO9001 და ISO14001-ის სერტიფიცირებული პესტიციდების მწარმოებელი, რომელიც სპეციალიზებულია აგროქიმიკატების ფორმულირებაში, კვლევასა და განვითარებაში, მათ შორის არის ინსექტიციდები, აკარიციდები, ფუნგიციდები და ჰერბიციდები. ექსპორტს ახორციელებს 30 ზე მეტ ქვეყანაში.აღნიშნულ კომპანიას წარმოების მოცულობა საშუალოდ აქვს 50 000 ტონა წელიწადში.

JU Agri Sciences private Limited არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინოვატორი კომპანია სამხრეთ აზიაში. კომპანია დაარსდა 1894 წელს, დაარსების დღიდან იგი ორიენტირებულია სათანადო ხარისხის წარმოებაზე.

კომპანია აგროსიმამ საწყის ეტაპზე საქმიანობა 5 პრეპარატის რეალიზაციით დაიწყო და ეს მაჩვენებელი უკვე 70-მდეა და მოიცავს ინსექტიციდებს, აკარიციდებს, ფუნგიციდებს, ჰერბიციდებს, აგროქიმიკატებს და სათესლე მასალას. კომპანიის მიზანი ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფაა, უფრო ვრცლად მისი საქმიანობის შესახებ მოცემულია ელექტრონულ მისამართზე: www.agrosima.ge

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები