რჩევები ეზოს მოსაწყობად
29-03-2025 10:19:00
ეზო ნებისმიერი სახლის მნიშვნელოვანი ნაწილია. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად აქტუალური ხდება მისი მოწყობაც. გორგია გირჩევთ, თუ როგორ აქციოთ თქვენი ეზო უფრო მყუდრო სივრცედ.


- არ დაგავიწყდეთ სარწყავი სისტემა- სწორად შერჩეული და დამონტაჟებული საწრყავი სისტემის საშუალებით თქვენი მცენარეები მიიღებენ საჭირო რაოდენობის წყალს, თქვენ კი შეძლებთ დროისა და რესურსის დაზოგვას.
- ავეჯი ეზოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ დიდი სივრცე გაქვთ, შეგიძლიათ გარე ავეჯის კომპლექტი შეიძინოთ. ეზოში შეგიძლიათ დადგათ ბუდე საქანელა, ბაღის ქოლგა, ფანჩატური.
- განათება მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ მყუდრო გარემოს შექმნაში, არამედ ის უზრუნველყოფს უსაფრთხოებასაც. სწორად შერჩეულ განათებას შეუძლია მთლიანად შეცვალოს თქვენი ეზოს ატმოსფერო და ასევე გაგიადვილოთ ეზოში გადაადგილებაც. ეზოში შეგიძლიათ გამოიყენოთ გირლიანდები, მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები.
სწორად დაგეგმვის შემდეგ თქვენი ეზო შეიძლება გახდეს ადგილი, სადაც განტვირთვა და დროის გატარება სასიამოვნო იქნება. ეზოსთვის სასურველი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც გორგიას ყველა ფილიალში, ასევე ონლაინ GORGIA.GE- ზე და ახლა უკვე გორგიას აპლიკაციაშიც.