მხატვრული მინის დიზაინერი ქეთი მექერიშვილი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ის აქტიურად თანამშრომლობს დამკვეთებთან და არსებულ მოთხოვნას საკმაოდ დადებითად აფასებს. ის საკუთარი სახელოსნო-სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ ქეთი მექერიშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა. მისივე თქმით, ადგილზე მისვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
„სამომავლოდ, კვლავ გავაგრძელებ დამკვეთებთან მუშაობას, რადგან ძალიან გაიზარდა ინტერესი და მოთხოვნა მათი მხრიდან. გარდა ამისა, ჩემი სურვილია კახეთში, გურჯაანში, ულამაზეს ხეობაში, სადაც პანდემიის დროს გადმოვედი საცხოვრებლად და შევიძინე მიწის ფართი, ავაშენო პატარა ხის სახელოსნო-სასტუმრო, სადაც მსურველები ეზიარებიან მინაზე მუშაობის ალქიმიასა და ხელოვნებას. დარჩებიან სასურველი დროის მანძილზე. ვისაუბრებთ ხელოვნებაზე ტყისა და კავკასიონის ხედების ფონად. ეს პროცესი, რომელიც არის ძალიან საინტერესო და პოზიტიური კიდევ უფრო დაახლოების და გააცნობს მინის დამუშავებას ადამიანებს “, - განმარტავს ქეთი მექერიშვილი.
ცნობისთვის, თავად ქეთი პროფესიით დიზაინერია. საქართველოში თეორიული სწავლის შემდეგ, ევროპაში კერძოდ კი საბერძნეთში მიიღო პრაქტიკული გამოცდილება, შემდეგ კი კვლავ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა და წლების განმავლობაში მივიწყებული დარგის ხელახლა გაცოცხლება გადაწყვიტა. მან თავდაპირველად, საქმიანობა თბილისში დაიწყო, შემდეგ კი კახეთში, გურჯაანში გააგრძელა. ის საკუთარი ხელით ამუშავებს მინას და საკუთარი დიზაინით, ქართულ მოტივებზე ქმნის ყველა ნივთს, რომლის ანალოგსაც სხვაგან ვერსად ნახავთ.
უახლესი
14 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა