დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საავიაციო ბაზარს ავიაკომპანია EasyJet – ი შემოემატა, რაც ისტორიული მოვლენაა საქართველოს ავიაციისა და ტურიზმისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს საავიაციო ბაზარს ავიაკომპანია EasyJet – ი შემოემატა, რაც ისტორიული მოვლენაა საქართველოს ავიაციისა და ტურიზმისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

31-03-2025 20:59:00

ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ easyJet - , პირველად ისტორიაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟენევდან პირდაპირი რეისი შეასრულა.

 

პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველოს საავიაციო ბაზარს ავიაკომპანია EasyJet – შემოემატა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ისტორიული მოვლენა საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის. აღნიშნულს წინ უძღოდა საკმაოდ გრძელვადიანი და კომპლექსური მოლაპარაკებები და ძალიან სასიხარულოა, რომ მისი წარმატებით დასრულება შევძელით. შედეგად უკვე ვუმასპინძლეთ ავიაკომპანიის პირველ ფრენას ჟენევა - თბილისის მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.  

 

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ პირველი რეისი ფაქტობრივად 100 - პროცენტიანი დატვირთულობით შესრულდა, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოსადმი მოთხოვნა უკვე არსებობს.

 

ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ ავიაკომპანია easyJet - თან მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებთ და გავზრდით ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, მოვიზიდავთ კიდევ უფრო მეტ ტურისტს ავიაკომპანიასთან ერთად," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა

 

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს ჟენევიდან 31 მარტიდან, ლონდონიდან და მილანიდან კი 1 აპრილიდან კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები