საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ბრიტანული ავიაკომპანია დაემატა. easyJet-მა ჟენევიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი უკვე შეასრულა. 1-ელი მარტიდან კი ავიაკომპანია ლონდონიდან და მილანიდან თბილისის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას და კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია easyJet-ი თბილისის მიმართულებით ერთდროულად 3 მიმართულებიდან იწყებს ფრენებს და ჯამურად კვირაში 6 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე მეორე ბრიტანული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას ჩვენს ბაზარზე. რაც იმას უსვამს, ხაზს, რომ ეს არის ჩვენი სწორი საავიაციო პოლიტიკის აღიარება. მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია easyJet-ი ერთდროულად 3 მიმართულებით იწყებს ფრენებს ჩვენს დედაქალაქში ჯამურად კვირაში 6 სიხშირით. რაც მთავარია, საქართველო დაუკავშირდება შვეიცარიას უმოკლესი მარშრუტით, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალისთვის შვეიცარიელი მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის გათვალისწინებით. ასევე, მნიშვნელოვანია ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი, სადაც ჩვენ უკვე British Airways-თან ერთად ჯამურად, ნული სიხშირიდან კვირაში 6 სიხშირე გვექნება.აღსანიშნავია მილანი, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რაც მთავარია, ბილეთების შეძენას ჩვენი მგზავრები ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის დახმარებით ხელმისაწვდომ ფასში შეძლებენ“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა..
ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი easyJet მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, მე-11 ავიაკომპანიაა, რომელიც 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.
easyJet-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას წინ ხანგრძლივი, ინტენსიური მოლაპარაკებები უძღოდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით.
კომპანიის საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უარდმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ, TAV Georgia-ს და კომპანია easyJet-ის წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს ავიაინდუსტრიის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.
უახლესი
15 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო16 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა16 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე