დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თვითმომსახურების ყველა ჯიხურიდან რუსული ენა ამოვიღეთ - „მაკშაურმას“ დამფუძნებელი

თვითმომსახურების ყველა ჯიხურიდან რუსული ენა ამოვიღეთ - „მაკშაურმას“ დამფუძნებელი

14-06-2023 16:07:21

თვითმომსახურების ყველა ჯიხურიდან რუსული ენა ამოვიღეთ, ასევე „მაკშაურმას“ არცერთი ფილიალი მომხმარებელს რუსულად აღარ უპასუხებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა რამაზ ხარებავამ განუცხადა. 

მისივე თქმით, მაკშაურმას ფილიალებში მომსახურება ხორციელდება და ყველა ქვითარი იბეჭდება მხოლოდ ქართულ ენაზე და შეკვეთების სწრაფად განხორციელების მიზნით 2020 წლიდან დაინერგა თვითმომსახურების ჯიხურების ფუნქციონირება, რომელიც მომხმარებელს შეკვეთის განხორციელების საშუალებას აძლევს რამდენიმე ენაზე. იმის მიხედვით, თუ რომელი ენა აქვს არჩეული მომხმარებელს. 

„ბათუმის ფილიალში მომხმარებელმა ქვითრის მიღებისას რუსული ენა მიუთითა, შესაბამისად ქვითარიც მიიღო. შემდეგ ეს სოციალურ ქსელში გავრცელდა და აჟიოტაჟი გამოიწვია. ჩემთვის გაუგებარია ასე რატომ მოხდა, რადგან 2020 წლიდან თვითმომსახურების ჯიხურებში ქვითრის მიღება სამ ენაზე - ქართულად, რუსულად და ინგლისურად იყო შესაძლებელი. ახლა რუსული ენა გავაუქმეთ. 

ჩვენი კომპანიის ღირებულებებიდან გამომდინარე, ქართული ენა არის და იქნება ერთადერთი მომსახურების ენა, ნებისმიერი ჩეკი კომპანიაში იბეჭდება მხოლოდ ქართულ ენაზე და მისი ჩანაცვლება არასდროს მომხდარა და არც მოხდება“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

„მაკშაურმა“ ბაზარზე 2009 წელიდან ოპერირებს. ამ ეტაპზე კომპანიაში 350 ადამიანია დასაქმებული. წლის ბოლომდე, ახალი საწარმოს გახსნითა და 4 ფილიალის დამატებით ,ბრენდის ქსელში 1000 -მდე ადამიანის დასაქმება გახდება შესაძლებელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები