თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა თითქმის ორი წლის განმავლობაში პირველად რეფინანსირების განაკვეთი 250 საბაზისო პუნქტით - 50%-დან 47,5%-მდე შეამცირა.
ამის შესახებ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
თურქეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება დაემთხვა ადგილობრივი და უცხოელი ანალიტიკოსების უმრავლესობის მოსაზრებებს, რომლებიც საბაზისო განაკვეთის 150-250 საბაზისო პუნქტით შემცირებას პროგნოზირებდნენ.
გასული წლის ივნისში, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი 8,5%-დან 15%-მდე, რის შემდეგაც ის რეგულარულად იზრდებოდა 2024 წლის მარტამდე. ამის შემდეგ, მარეგულირებელმა განაკვეთი უცვლელი 50%-ზე ზედიზედ რვა თვის განმავლობაში დატოვა, როგორც ხელისუფლების მკაცრი ფინანსური პოლიტიკის ნაწილი.
უახლესი
11 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“12 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა