„ეროვნული ბანკი მართლაც შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს. მათ კარგად ესმით, რომ საქართველო მცირე ზომის, ღია ტიპის ეკონომიკაა, ამიტომ შესაძლოა უფრო სწრაფად აცნობიერებს სხვა ეკონომიკებთან შედარებით, რამდენად მნიშვნელოვანია, წინასწარ იყო მზად სხვადასხვა სცენარისთვის, - ამის შესახებ სებ-ის საერთაშორისო კონსულტანტმა დევიდ ვავრამ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა იმ საკითხის ანალიზი, რომლის წინაშეც დღეს მონეტარული პოლიტიკის გამტარებელნი დგანან.
„გლობალურად ეკონომიკური გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, მეტად ფრაგმენტული ხდება, შოკების რაოდენობა იმატებს და მონეტარული პოლიტიკა სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგას, რათა დროულად მოახდინოს შოკებზე შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა დევიდ ვავრამ.
დევიდ ვავრა თბილისში მონეტარული პოლიტიკის განვითარების თემაზე გამართულ ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა, რომელიც სებ-ის ორგანიზებით გაიმართა.
ჩეხი ეკონომისტი დევიდ ვავრა სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ჩეხეთის, უკრაინისა და სერბეთის ცენტრალურ ბანკებში, იყო ჩეხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზების საკითხებში.
უახლესი
10 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა