2025 წლის პირველ კვარტალში ოქროს ფასი 19.0%-ით გაიზარდა, - აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული. Galt & Taggart-ის განმარტებით, ძვირფასი ლითონი ახალი რეკორდების დამყარებას 2025 წელსაც განაგრძობს, რაც იმავე ფაქტორებითაა გამოწვეული, რაც მას ბოლო სამი წლის განმავლობაში ეხმარება - ცენტრალური ბანკები და რისკების ჰეჯირება.
„ბოლო წლებში ცენტრალური ბანკები ოქროს ყიდულობენ, როგორც მათი რეზერვების დივერსიფიკაციის ინსტრუმენტს. მათი წლიური შესყიდვები ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად 1,000 ტონას აღემატებოდა. მსოფლიო ოქროს კავშირის (WGC) თანახმად, ეს ტრენდი ჯერ არ დასრულებულა. მათი მონაცემებით, ცენტრალური ბანკები 2025 წელსაც განაგრძობენ შესყიდვებს. დამატებით, ტრამპის პოლიტიკა (რომელმაც შესაძლოა დოლარი შეასუსტოს) ახალი სტიმულია ბანკებისთვის, რომ დოლარის რეზერვების დივერსიფიკაცია ძვირფასი ლითონის გამოყენებით მოახდინონ. ოქროზე, როგორც ჰეჯირების ინსტრუმენტზე მოთხოვნა იზრდება. სატარიფო ომის ესკალაციის შესაძლებლობა უარყოფითად აისახება ინვესტორების განწყობაზე აქციების ბაზრების მიმართ, რადგან ბევრი კომპანია შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზარალდეს შესაბამისი რისკებით. აქედან გამომდინარე, ინვესტორები ამჯობინებენ ინვესტიციების გარკვეული ნაწილი შედარებით უსაფრთხო აქტივებში გადაიტანონ, როგორიცაა ოქრო. ოქროს ფასის ზრდა აქამდე მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში ხდებოდა, რაც, თეორიულად, მეტალისთვის ნეგატიური ფაქტორი უნდა ყოფილიყო.
ოქროს ფასის ზრდა აქამდე მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში ხდებოდა, რაც, თეორიულად, მეტალისთვის ნეგატიური ფაქტორი უნდა ყოფილიყო. ოქროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტი, მიმზიდველობის თვალსაზრისით, ნაკლებად სარისკო სუვერენული ობლიგაციებია (ძირითადად აშშ-ს სახაზინო), რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მაღალ საპროცენტო შემოსავალს იძლეოდნენ. თუმცა, ახლა განაკვეთების შემცირების ციკლია დაწყებული. აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, შემცირდება, რაც დამატებით ზრდის ოქროს მიმზიდველობას“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
უახლესი
16 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს17 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო18 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა19 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა