მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ჩირიფრუტი გაფართოებას გეგმავს

news image

ქართული ტკბილეულის მწარმოებელი  კომპანია ჩირიფრუტი ChiriFruit, რომელიც ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს ქსელურ მარკეტებში შესვლას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა სოფო ჯიქიამ განუცხადა. მისივე თქმით, კომპანია რამდენიმე პროდუქტს შეიტანს ქსელში, ეს იქნება ყავა, ფინიკი და შოკოლადის ბურთები.

„ქსელში ვაპირებთ შესვლას. გვექნება ყავა, ფინიკი და შოკოლადის ბურთები. ძალიან საინტერესო კომბინაციაა, ახალი გემოა და ეს სიახლე გვექნება მომხმარებლისთვის. ტექნიკური ნაწილი იყო დარჩენილი და მოკლე პერიოდში ამ ყველაფრის შეთავაზებას გავაკეთებთ. ჩვენს დახლზე დაგემოვნება უკვე შესაძლებელია, მაგრამ ქსელში ჯერ არ შეგვიტანია “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
„ჩირიფრუტის“ ქსელურ მარკეტებში შესვლა კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან პოზიტიურად აღიქმება.

„ვინაიდან, ქსელში ვაპირებთ შესვლას ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან დიდ გამოცდილებას მოგვცემს ქსელური მიმართულებით. ერთია როცა ხელნაკეთ პროდუქტს ქმნი და ადგილობრივ ბაზარს სთავაზობ, მაგრამ როცა საექსპორტო მიმართულებით აპირებ გასვლას ვფიქრობ, რომ ადგილობრივ ბაზარზე კარგი იქნება გამოცდილების მიღება, რომ უფრო გამართული შეთავაზება გავაკეთოთ ექსპორტზე. ეს იმედს მაძლევს, რომ ეს გამოცდილება შემდეგ უკვე გამოგვადგება იმისთვის, რომ ექსპორტზე გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია. ქსელური, სულ სხვა შეფუთვაა, სხვა ვადებია და ძალიან პოზიტიურად ვუყურებთ და მჯერა რომ ეს აუცილებლად წარმატებას მიაღწევს“, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი სოფო ჯიქია.
ცნობისთვის, ბრენდი აერთიანებს 80-მდე სახეობის ტკბილეულს, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ნებისმიერი დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. ჩურჩხელა, ჩირი, მენდიანტი,  შოკოლადის ბურთულები,  ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს.

 

news banner
Alex Vachadze ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა