გლობალურ ბაზარზე ლოკოკინაზე მოთხოვნა მზარდია. ტრენდს საქართველომაც აუწყო ფეხი და ქვეყანაში ლოკოკინების მოშენება დაიწყო. იმავდროულად ლოკოკინების მოპოვება ველური ბუნებიდანაც ხდება და შესაბამისი გადამუშავების შემდეგ ექსპორტზე იგზავნება.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 1,708.02 ათასი დოლარის ღირებულების 268.91 ტონა ლოკოკინა გაგზავნა. 2023 წლის 11 თვეში კი საქართველომ მსოფლიო ბაზარს 137.16 ტონა ლოკოკინა მიაწოდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში ზრდა 96%-ია.
ქართული ლოკოკინა მოთხოვნადია როგორც ევროპულ ბაზარზე, ასევე მეზობელ თურქეთშიც.
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ლოკოკინას ექსპორტი 4 ბაზარზე მოახდინა, საიდანაც ერთპიროვნული ლიდერი საფრანგეთია. საგულისხმოა ისიც, რომ ნამიბია და თურქეთი ქართული ლოკოკინასთვის ახალი საექსპორტო ბაზრებია, რომელზედაც 2024 წელს მოხვდა.
ქვეყნები, სადაც საქართველო ლოკოკინას ყიდის:
უახლესი