დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზრის 70%-ს ვფარავთ, ვგეგმავთ წარმადობის ზრდას - „ჰერბია“

ბაზრის 70%-ს ვფარავთ, ვგეგმავთ წარმადობის ზრდას - „ჰერბია“

26-12-2024 19:03:00

„ჰერბია“ განაგრძობს ზრდასა და განვითარებას. 2024 წელს თვიდან-თვემდე კომპანიის წარმადობა და გაყიდვები 15-20%-ით იზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ მიმდინარე წელს კომპანიის საქმიანობის შეფასებისას განუცხადა.

„ჰერბიას“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა სუპერმარკეტსა და მსხვილ ჰიპერმარკეტებში იყიდება. ვგეგმავთ ახალი პროდუქტების წარმოებას, ეს პროექტი 2025 წელს დაიწყება“,- აღნიშნა ზურაბ ჯანელიძემ. 

2025 წელს კომპანია ერთ ჰექტრამდე სათბურის გაშენებას გეგმავს, რადგან ბაზარზე „ჰერბიას“ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება.

„ინვესტიციების ნაწილს მოვიზიდავთ, წარმადობის ზრდასთან ერთად გაიზრდება გაყიდვები, ასევე დაფარვის ზონა. ჩვენი გეგმაა 20-25%-ით გაიზარდოს გაყიდვები, შესაბამისად უნდა გაიზარდოს წარმადობა, ასევე ლოგსტიკა და დისტრიბუცია“,- აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.  

ჰერბია Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია ახდენს წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში. ჰერბიამ საქმიანობა დაიწყო 2006 წელს და მას შემდეგ ძალიან მალე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება. ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 3 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საამქრო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით.

 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები