ნოემბერში რეზიდენტი ემიტენტების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების (იშუინგი) რაოდენობამ 93 515 728 ერთეული შეადგინა, რომლის ფარგლებშიც ოპერაციების მთლიანმა მოცულობამ 7 647 552 000 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ნოემბრის მაჩვენებლებთან 16%-იან ზრდას აჩვენებს. ანუ 2023 წლის ნოემბერში ბარათებით განხორციელებულმა მთლიანმა ოპერაციებმა 6 606 679 000 ლარი შეადგინა.
სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების 89%-ი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციების მოცულობაა, ხოლო 11%-ი საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციების მოცულობა. უფრო კონკრეტულად, ნოემბერში საქართველოში საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ 6 779 940 000 ლარი შეადგინა, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ - 867 611 000 ლარი.
წლიურ ჭრილში, ანუ 2023 წლის ნოემბერს მაჩვენებლებს 2024 წლის ნოემბერს მონაცემებს თუ შევადარებთ, ქვეყნის შიგნით ბრუნვა 16%-ითაა გაზრდილი, ხოლო ქვეყნის გარეთ 15%-იანი ზრდაა.
უახლესი
8 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა9 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა11 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა