გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წელს 721 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. წლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619 ფაქტია გამოვლენილი, მათ შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1125 კუბური მეტრი შეადგინა. რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 78 და სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალარღვევის 24 ფაქტი.
„გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორისაა ფაქტები, რომლებიც შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით, მონიტორინგი, პატრულირებასთან ერთად, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაც ხორციელდება. ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ.
უახლესი
23 წუთის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა9 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა11 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა