დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნოემბერში საგადახდო ბარათებით 7,6 მლრდ ლარის ოპერაციები შესრულდა

ნოემბერში საგადახდო ბარათებით 7,6 მლრდ ლარის ოპერაციები შესრულდა

27-12-2024 10:00:00

ნოემბერში რეზიდენტი ემიტენტების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების (იშუინგი) რაოდენობამ 93 515 728 ერთეული შეადგინა, რომლის ფარგლებშიც ოპერაციების მთლიანმა მოცულობამ 7 647 552 000 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ნოემბრის მაჩვენებლებთან 16%-იან ზრდას აჩვენებს. ანუ 2023 წლის ნოემბერში ბარათებით განხორციელებულმა მთლიანმა ოპერაციებმა 6 606 679 000 ლარი შეადგინა.

სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების 89%-ი  საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციების მოცულობაა, ხოლო 11%-ი საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციების მოცულობა. უფრო კონკრეტულად, ნოემბერში საქართველოში საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ 6 779 940 000 ლარი შეადგინა, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ - 867 611 000 ლარი.

წლიურ ჭრილში, ანუ 2023 წლის ნოემბერს მაჩვენებლებს 2024 წლის ნოემბერს მონაცემებს თუ შევადარებთ, ქვეყნის შიგნით ბრუნვა 16%-ითაა გაზრდილი, ხოლო ქვეყნის გარეთ 15%-იანი ზრდაა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები