2023 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 063,6 მილიონი ლარი.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 248,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 73,5 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 300,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 374,3 მილიონ ლარს.
2023 წლის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (184 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „თიბისი“ (177 მლნ ლარი) , მესამე ადგილზე „ალდაგი“ (170 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზეა "არდი" (100 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია "იმედი L“ (95 მლნ ლარი) იკავებს.
2023 წლის 12 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით (სულ 447 მლნ. ლარი).
2023 წლის 12 თვის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით სულ 205 მლნ. ლარია;
2023 წლის 12 თვის განმავლობაში ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით (სულ 126 მლნ. ლარი).
2023 წლის 12 თვის განმავლობაში სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით (სულ 90 მლნ ლარი).
2023 წლის 12 თვის განმავლობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით (სულ 28 მლნ. ლარი)
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
უახლესი