თბილისში ყველაზე პოპულარული TOYOTA-ს მარკის ავტომობილებია. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების 15%-ი სწორედ TOYOTA-ზე მოდის.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად თბილისში სულ 685 034 ავტომობილია რეგისტრირებული. ამ მაჩვენებლებიდან კი 99919 ავტომობილი TOYOTA-ს მარკისაა, 77162 MERCEDES-BENZ-ის, ხოლო 56904 ერთეული FORD.
TOP-10 მარკის ავტომობილი, რომელიც თბილისში ლიდერობს:
1. TOYOTA
2. MERCEDES-BENZ
3. FORD
4. VAZ
5. BMW
6. OPEL
7. NISSAN
8. HONDA
9. VOLKSWAGEN
10. HYUNDAI.
ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია სულ 1 729 081 ავტომობილი, რომლის 40%-იც თბილისშია აკუმულირებული.
თბილისისგან განსხვავებით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან პირველ ადგილზე MERCEDES-BENZ-ია.
უახლესი
1 დღის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით