დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თქვენი დაახლოება ევროკავშირთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მარტივი ამ თვალსაზრისით - ვიქტორ ორბანი 

თქვენი დაახლოება ევროკავშირთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მარტივი ამ თვალსაზრისით - ვიქტორ ორბანი 

12-10-2023 16:40:41

მიზეზი რატომაც ჩამოვედით უპირველესად იყო, რომ  პატივისცემა და დაფასება გამოგვეხატა უნგრელი ხალხის მხრიდან საქართველოს ხალხისადმი, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოსს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთი მაღალ შეფასებას აძლევს იმ ბრძოლას, რომელასც რამდენიმე ასი წელია საქართველო ახორციელებს, რომ შეინარჩუნოს ქრისტიანული სახელმწიფო.

„პატივცემული ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობას ვუხდით პრემიერ მინისტრს, ღარიბაშვილს მოწვევისთვის. ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით, ჩენთვის პატივია აქ ყოფნა. მიზეზი რატომაც ჩამოვედით უპირველესად იყო, რომ  პატივისცემა და დაფასება გამოგვეხატა უნგრელი ხალხის მხრიდან საქართველოს ხალხისადმი.

ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ ბრძოლას, რომელასც რამდენიმე ასი წელია ახორციელებთ, რომ შეინარჩუნოთ ქრისტიანული სახელმწიფო. ჩვენ ვიცით, თუ რა ბრძოლაა, ჩვენი უნგრული ისტორიიდან ვიცი ეს, როგორ იბრძოდნენ ქვეყნები, რომლებიც თავის რწმენას არ თმობდნენ და ბრწყინვალე განვითარების მაღალ შეფასებას ვაძლევთ, რომელიც თქვენ განახორციელეთ ქვეყანაში, ყველა იბრძვის იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს ეკონომიკური დონე, რომელიც იქნება ძალიან მაღალი. თქვენ გვანახეთ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლები ეკონომიკაში და ინარჩნებთ უკვე რამდენიმე წელია. თქვენი დაახლოება ევროკავშირთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მარტივი, ამ თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენი შეხვედრა იყო იმ ფონზე, რომ გლობალური უსაფრთხოების სიტუაცია არასდროს არ ყოფილა იმაზე უარესი, ვიდრე დღეს არის, ბოლო 30 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ორბანმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები