დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?

რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?

28-12-2024 18:59:00

ალერგიული რინიტი მხოლოდ სეზონური დაავადება როდია, იგი შეიძლება წლის ნებისმიერ დროს გამოვლინდეს. დაავადების მკურნალობა გულისხმობს სპეციფიკურ იმუნოთერაპიას და ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენებას. ასევე იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ეხმარება ცხვირის ლორწოვანი გარსის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ლორწოვანი ჯირკვლების ფუნქციის სტიმულაციას.

ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების სამკურნალო პრეპარატია პაიდოტერინის სიროფი, რომელიც გარდა ამისა ეფექტიანია ხველის დროსაც. თუმცა ხველის შემთხვევაში პრეპარატი მხოლოდ სიმპტომური მკურნალობისთვის გამოდგება.

პაიდოტერინის მიღების ინსტრუქცია 

პაიდოტერინის სიროფი ინიშნება როგორც ზრდასრულებში, ასევე 1 წლამდე ბავშვებშიც. პრეპარატის დოზირება ასეთია: 

  • 1 წლამდე ასაკის ბავშვებში - 2,5 მლ 6-8 საათში;
  • 2-6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 5 მლ 6-8 საათში;
  • 6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 10-15 მლ 6-8 საათში;
  • 12 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში - 15-20 მლ 6-8 საათში.

სიროფი უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ.

პრეპარატს შეფუთვაში ახლავს დოზირების საზომი ჭიქა 2.5, 5, 15 და 20 მლ. გრამიანი საზომი ხაზებით, ან პატარა კოვზი -  5 მილიგრამი მოცულობით.

რა შეიძლება მოჰყვეს დოზის გადაჭარბებას ან გამოტოვებას?

შემთვევით საჭიროზე მეტი პაიდოტერინის სიროფი მიიღეთ, შესაძლოა განვითარდეს მწვავე ინტოქსიკაცია. ამიტომ ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ტოქსიკოლოგს.

გამოიწვიეთ ღებინება და კუჭი ნატრიუმის ბიკარბონატის 5% ხსნარით, აქტივირებული ნახშირით ამოირეცხეთ. თუ გამოვლინდა ვენტრიკულური ტაქიკარდია, მიიღეთ ლიდოკაინი ან პროპრანოლოლიმ ხოლო კრუნჩხვების შემთხვევაში დიაზეპამი. მწვავე ჰიპერტენზიის შემთხვევაში დაალიეთ ნიტროპროუსიდი ან ფენტოლამინი. 

იმ შემთხვევაში, თუ პაიდოტერინი დეკონგესტანტის დოზა გამოტოვეთ, არ მიიღოთ ორმაგი დოზა, დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით.

 

ვინ არ უნდა მიიღოს პრეპარატი?

პაიდოტერინის მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვს.

დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ მისი მიღებისას, თუ გაქვთ ჰიპერტენზია, მძიმე კარდიოვასკულარული დაავადება, გლაუკომა, პროსტატის ჰიპერტროფია, აგრეთვე შარდის ბუშტისა და შარდის შეკავებასთან დაკავშირებული პრობლემები.

სიფრთხილის დამატებითი ზომები რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის მიღებამდე?

პრეპარატის მიღებამ ხანდაზმულებში შესაძლოა წარმოიშვას ცნს-ის მასტიმულირებელი ანტიქოლინერგული ეფექტები და დაუდგენელი გლაუკომის დაჩქარების საფრთხე.

რადგან არ არსებობს ზუსტი მონაცემები ორსულებში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ამიტომ მისი მიღება ამ პერიოდში რეკომენდირებული არ არის.

ასევე, არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში გამოყენებაც, ვინაიდან პრეპარატი გადადის დედის რძეში და შესაძლოა ბავშვებში გამოიწვიოს უჩვეულო გაღიზიანებადობა და აღგზნებულობა.  

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები