27 დეკემბერს, სასტუმრო პულმანში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2024 გაიმართა.
წლის შემაჯამებელი ღონისძიება ლევან კობიაშვილის სიტყვით დაიწყო. სფფ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა 2024 წელს ქართული ფეხბურთში მიღწეულ წარმატებებს. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ისტორიულ, სადებიუტო ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე და ახალგაზრდული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ლევან კობიაშვილმა ისაუბრა ქალთა ეროვნული და ასაკობირვი ნაკრებების პროგრესის შესახებ.
სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე და ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მათ სამახსოვრო მაისურები გადასცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ქალთა ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატებისთვის, მათ შორის, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გასვლისთვის, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანი.
GFF Awards 2024-ის ნომინაციებში რჩეულთა გამოსავლენად კი, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ქალთა ლიგის და ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა.
გამარჯვებულებისთვის სპეციალური ჯილდოები დააწერა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ. კომპანიის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის 17 და 19-წლამდე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო 3, 5 და 10 ათასი ლარის ოდენობით. საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში გამარჯვებულს 10 ათასი ლარი, ხოლო წლის საუკეთესო აზალგაზრდა ფეხბურთელს და ფუტსალის საუკეთესო მოთამაშეს 15 ათასი ლარი გადაეცა. საუკეთესო ქალ და კაც ფეხბურთელებს - 50 ათასი ლარი. გარდა ამისა, ყველა გამარჯვებულს გადაეცა კოკა-კოლას საკოლექციო ბოთლი.
ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U17
უახლესი
11 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?16 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად1 დღის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა