ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესების მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი - მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად.
შეთავაზებები თიბისის და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქვეყანაში ორი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის მიერ, 5 000 000 ლარის გამოყოფას გულისხმობს.
TBC x GLOVO
თიბისი და გლოვო იმ მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, რომლებსაც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავლის წყარო. აღნიშნული ბიზნესების პროდუქციის Glovo-ზე განთავსების საკომისიო გადასახადს თიბისი სრულად დაფარავს. მომხმარებლები კი, რომლებიც Glovo-დან მათ პროდუქციას შეიძენენ, თიბისის ბარათებზე დამატებით, 40%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობას, 27 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით, თიბისის ბარათების მფლობელები შეძლებენ.
TBC x MYMARKET
თიბისი და MyMarket.ge იმ მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, რომლებიც არსებული ვითარების გამო, გაუქმებულ საშობაო მარკეტებში ვერ იღებენ მონაწილეობას. სპეციალურად მათთვის, MyMarket-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა და მასში ჩართვას HAPPYEUYEAR-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესები შეძლებენ.
მომხმარებლები, რომლებიც “ევროპული საახალწლო ბაზრობის” კატეგორიაში განთავსებულ პროდუქციას MyMarket -ზე შეიძენენ, თიბისის ბარათებზე 40%-იან ქეშბექს მიიღებენ და პროდუქციის მიტანის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. შეთავაზება ძალაშია 18 იანვრის ჩათვლით.
უახლესი
10 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?14 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად1 დღის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა