Bitcoin-ის კურსი მესამე დღეა რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა. ტრეიდერები საკუთარ რისკებს ამცირებენ ამ წლის რეკორდული რალის ფონზე, რომელიც დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ყველაზე ძველი კრიპტოვალუტის კურსი 3,4%-ით 95 110 აშშ დოლარამდე დაეცა. რეკორდული ნიშნული იყო 108 ათასი აშშ დოლარი, რომელსაც Bitcoin-მა 17 დეკამბერს მიაღწია. მათ შორის შემცირდა ტოკენის, ეთერიუმის, სოლანას, დოჩკოინისა და მემ-კოინის ინდექსი 3,5%-ით.
კომპანია MicroStrategy Inc-მა გამოაცხადა, რომ გეგმავს 40 მილიარდი აშშ დოლარის რაოდენობის Bitcoin-ების შესყიდვას,რის შედეგადაც ეს კომპანია ბირჟაზე კრიპტოვალუტის ყველაზე მსხვილი კორპორაციული მფლობელი გახდება.
მიმდინარე წელს Bitcoin-ი 130%-ით გაიზარდა, რიტაც გადააჭარბა ტრადიციული საინვესტიციოდ მიმზიდველი აქციებისა და ოქროს შემოსავლებს.
Bitcoin-მა განაგრძო ვარდნა ამ კვირაში რეკორდული მაჩვენებლიდან თითქმის 15%-მდე, რადგან ფედერალური სარეზერვო ბანკის გადაწყვეტილებამ ტრეიდერებს უბიძგა გაეყიდათ აქტივი, რომელიც წელს გაორმაგდა.
უახლესი
14 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა