დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო საუკეთესო ადგილია ბიზნესის წარმოებისთვის - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საქართველო საუკეთესო ადგილია ბიზნესის წარმოებისთვის - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

28-12-2024 02:26:00

ბიზნესი საქართველოში თავისუფალია, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ მიმდინარე საერთაშორისო რეიტინგების ანალიზის საფუძველზე განაცხადა. დუნდუას თქმით, საქართველო ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ქვეყანა 2030 წლისთვის მაღალ შემოსავლიანი ქვეყანა გახდება. 

„საქართველო საუკეთესო ადგილია ბიზნესის წარმოებისთვის, რასაც ადასტურებს მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევები. თქვენ გახსოვთ ადრე იყო „ბიზნესის კეთების ინდექსი“, რომელმაც შემდგომ ტრანსფორმაცია განიცადა და „ბიზნესის მზაობის ინდექსად“ ჩამოყალიბდა. პირველივე ანგარიშში გამოარჩია 50 ქვეყანა ბიზნესის მზაობის თვალსაზრისით და ამ 50 ქვეყანას შორის საქართველო საუკეთესო სამეულში დასახელდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მიუთითებს იმას, რომ ფუნდამენტური, სიღრმისეული, ეკონომიკური კვლევით საქართველო არის საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთებისთვის. ბუნებრივია ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ გაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, 9-დან 10%-მდეა ეს მაჩვენებელი. გამორჩეულია ამ თვალსაზრისით საქართველო. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 5 წლიანი ეკონომიკური ზრდით ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის 5 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა და შემდგომ წლებშიც ამ ლიდერობას შეინარჩუნებს. ჩვენ 2030 წლისთვის გავხდებით მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება ასოცირების ხელშეკრულების შესრულება და ყველა ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება. საქართველო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით არის გამორჩეული კანდიდატ ქვეყნებს შორის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით გამორჩეული და გვექნება მოწინავე პოზიცია ევროკავშირის სტანდარტებთან, მაღალ დონეზე. საქართველოში ბიზნესი თავისუფალია, საქართველოში ბიზნესი თავს გრძნობს ძლიერად. ეს აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, აისახება დასაქმების მატებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე. პროდუქციის გამოშვების მახასიათებელია ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველომ დატოვა ის პერიოდი, როდესაც მხოლოდ მსხვილ ბიზნესზე იყო პროდუქციის შექმნა დამოკიდებული და საშუალო ფენის ჩამოყალიბება ჭიანურდებოდა. ბოლო მონაცემებით, პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელში, საშუალო ბიზნესის წილი არის უფრო მეტი ვიდრე მსხვილი ბიზნესის წილი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გადავიდა საშუალო ფენის ჩამოყალიბების აქტიურ ფაზაში, როდესაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინვესტიციების მოჭარბება და ამ თვალსაზრისით პოზიციების გამყარება. ჩვენ გაქვს ეკონომიკა, სადაც ბიზნესი გრძნობს თავს თავისუფლად, გრძნობს თავს განვითარების მაღალი პერსპექტივით და ეს საბოლოო ჯამში ქმნის კეთილდღეობის გაუმჯობესების ძლიერ პერსპექტივას“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველომ შეძლო ბიზნესის თავისუფლების ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა. 

„როდესაც ბიზნესის თავისუფლების ხარისხი იზრდება, საინტერესოა ეს ხომ არ ხდება ფულის გათეთრების რისკების მომატების ხარჯზე. ამაზე პასუხი გაიცა Moneyval-ის მხრიდან. Moneyval-ი არის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი, რომელიც უმაღლესი შემფასებელია ფულის გათეთრების მიმართულებით. პირდაპირ დაფიქსირდა, რომ საქართველომ განიცადა პროგრესი. მათ სიღრმისეულად შეისწავლეს ყველა ნიუანსი, რაც საქართველოში იყო, საკანონმდებლო ცვლილებები, თუნდაც ოფშორებიდან ქონების გადმოტანის ნაწილი. ერთი კრიტიკული შენიშვნაც არ ჰქონიათ. 

არს კიდევ ფულის გათეთრების ინდექსი ბაზელის ინსტიტუტის მიერ ნაწარმოები, ადაც საქართველო პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა და დიდი შვიდეულის ქვეყნებზე კარგი შედეგი აჩვენა. ანუ საქართველო მოწინავეა, როგორც კეთილსინდისიერების ისე უსაფრთხო ბიზნესის, თავისუფალი ბიზნესის წარმოებისა და დაფუძნების ოაზისია. ვხედავთ, როგორი ურთულესი ვითარებაა რეგიონში და საქართველო ამ დროს აჩვენებს ეკონომიკური განვითარების მაღალ სტანდარტს. ზრდის ორნიშნა ტემპი ამ პერიოდში მიუთითებს, რომ საქართველო არს მდგრად საფუძველზე დაფუძნებული, მდგრად ეკონომიკურ ფაქტორებზე დაფუძნებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფო. საბოლოო ჯამში დატოვა საქართველომ ის პერიოდი როცა ერთ კომპონენტზე იყო საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებული“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ. 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები