დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში, ბინების გაქირავებაზე ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდა

თბილისში, ბინების გაქირავებაზე ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდა

02-05-2024 17:00:00

2024 წლის მარტში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 0.2%-იანი შემცირებაა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ბინის საშუალო ქირას კლების ტენდენცია აქვს.

ბინების გაქირავების ფასი, ყველზე მაღალი ვაკეშია, მეორეა მთაწმინდა, მესამე კი საბურთალო. 

რაც შეეხება უძრავი ქონების ქირის შემოსავლიანობას, დოლარის დეპოზიტის განაკვეთს უსწრებს, ხოლო ლარის დეპოზიტის განაკვეთზე დაბალია. 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები