დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ“ „ამბასადორი აილენდ  ბათუმის“ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ ხელოვნურ კუნძულზე განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა

სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ“ „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ ხელოვნურ კუნძულზე განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა

25-12-2024 21:13:00

2024 წლის 24 დეკემბერს სსიპ სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტომ ოფიციალურად დაამტკიცა ამბასადორი აილენდ ბათუმისგანაშენიანების დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთ ხელოვნურ კუნძულის 84 ჰექტარ ფართობზე რავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების გეგმას.

ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმაზე იმუშავა ქალაქგეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციურობით გამორჩეულმა გლობალურმა ბრიტანულმა კომპანია ARUP-მა. პროექტის ყოვლისმომცველი ტექნიკურ-ეკონომიკური მიზაშეწონილობის კვლევა მომზადდა  COLLIERS ლონდონისა და თბილისის ოფისების ერთობლივი მუშაობით.  

ამბასადორი აილენდ ბათუმი განსაკუთრებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს, რომელშიც ინოვაციური ინფრასტრუქტურული პროექტები და გამორეულად მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობებია წარმოდგენილი, რაც ინვესტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უნიკალური საცხოვრებელი, გასართობ-გამაჯანსაღებელი და საქმიანი სივრცეების შექმნას გულისხმობს. პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებს, 5 ვარსკლავიან სასტუმროებს,  საცხოვრებელ ბინებს, ბიზნეს აპარტამენტებს, ვილებს, იახტკლუბს, ვერტოდრომებს, პლიაჟს და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურას.

რეგიონალური მაშტაბის ბინეს ინიციატივა დაახლოებით 7 000 ადგილობრივს დაასაქმებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საპროქტო  ტერიტორიის 49% საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ სივრცეებ დაეთმობამათ შორის 9 ჰექტარ ტყე-პარკს, სანაპირო ბულვარს, 3,2 კილომეტრ სასეირნო ბილიკებს, სპორტულ მოედნებს, რაც თანამედროვე საზოგადოების ჯანმრთელობის, სიამოვნებისა და კეთილდღეობისთვის შეუდარებელ რესურსებს იძლევა.

ამბასადორი ჯგუფი საინვესტიციო ხელშეკრულებაზე 4 წლიანი წინსწებით ასრულებს სამუშაოებ. 84 ჰექტარი ხელოვნურად გასაშენებელი მიწის ნაკვეთიდან 25 ჰექტარი უკვე გაშენებულია და სამუშაოები გრძლდება სწრაფ რეჟიმში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები