მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ში ექსპორტის გაფართოებასა და აზიის ბაზრებზე გაყიდვების გაზრდას - „ჩელთი“

news image

საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენთვის 2024 წელი გაყიდვების თვალსაზრისით, როგორც უცხოეთის ისე ადგილობრივ ბაზარზე, - ამის შესახებ მეღვინეობა „ჩელთის“ კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა Business Insider Georgia-სთან განაცხადა.

„ექსპორტს რაც შეეხება ახალი ქვეყნებიც დავიმატეთ და არსებულ ბაზრებზეც გავიძლიერეთ პოზიციები. ყველაზე მეტად ზრდა გვაქვს ევროპის ბაზარზე, ასევე გვქონდა ბევრი მარკეტინგული აქტივობა, რამაც ეს ზრდა გამოიწვია“,- განაცხადა ანა მირიანაშვილმა.

კომპანიამ გაზარდა გაყიდვები როგორც ონლაინ, ისე საცალო მიმართულებით.

„საკმაოდ ცნობილ ალკოჰოლური მაღაზიების ქსელებში შევედით გერმანიაში, ასევე ინგლისის პრესტიჟულ რესტორნებში და ამ მიმართულებითაც გვქონდა გაყიდვების მატება.

2025 წელს გვინდა აშშ-ის ბაზარზე უფრო მეტი შტატი ავითვისოთ, რადგან თითოეულ შტატში შესასვლელად საჭიროა სპეციალური ლიცენზია. ჩვენი მიზანია აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის გაფართოება“,- ამბობს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.  

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „ჩელთი“ ჰორეკა სექტორშია ძირითადად წარმოდგენილი, ასვე 8000 მოსავალსა და ალკორიუმში.

როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა Business Insider Georgia-სთან განაცხადა, წლიურ ჭრილში კომპანიის გაყიდვები 20%-ით არის გაზრდილი.

როგორც ცნობილია, მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და დღეს იგი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს წარმოადგენს.

ცნობისთვის, მეღვინეობა ,,ჩელთის" ბრენდით 20 დასახელების პროდუქტი - ღვინო და ჭაჭა იწარმოება. კომპანიაში სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ,,ჩელთი" სეზონურ სამუშაოებზე ასაქმებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა