ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა ერთ თვეში 0,8%-ით გაიზარდა. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხების მოცულობამ 58 720,6 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ოქტომბრის მაჩვენებელი 58 281,6 მლნ ლარი იყო.
თუ აღნიშნულ მაჩვენებლებს წლიურ ჭრილში გავაანალიზებთ, სახეზეა 19%-იანი ზრდა. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა 49 404,3 მლნ ლარის დონეზე იყო.
მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების 47%-ი იურიდიულ კომპანიებზე გაცემული სესხებია, ნოემბრის მაჩვენებლებით საუბარია 27 474,0 მლნ ლარზე. თვიურ ჭრილში ზრდა 0.1%-ია, ხოლო წლიურად 20%-იანი ზრდა.
რაც შეეხება შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებს 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით 31 246,6 მლნ ლარია, ზრდა ოქტომბერთან შედარებით 1%-ია, ხოლო 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 17%-ი.
უახლესი
19 საათის წინ
რა ფასად შეიძენთ საახალწლო ნაძვის ხეს გორგიაში19 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8130 ლარი გახდა